თენგიზ გუნავას ავტომანქანა საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა (ფოტო)

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით BB-878-DD, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს თენგიზ გუნავას ეკუთვნის გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთი სახლის ეზოში შევარდა.

როგორც ადგილობრივები smo news-თან საუბარში აცხადებენ, მათ არ იციან, თუ ვინ მართავდა აღნიშნულ ავტომანქანას, რადგან მძღოლი მომხდარი ავტოავარიის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან კი რამდენიმე წუთში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი დავით აბულაძე გამოცხადდა, რომელმაც განაცხადა, რომ საჭესთან ის იჯდა. საინფორმაციო სააგენტო smo news-თან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ.
“მიმართეთ პრესცენტრს. ავტომანქანა თენგიზ გუნავას ნამდვილად ეკუთვნის, თუმცა ჯერჯერობით დაუდგენელია. ვინ მართავდა საჭეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ”, – აცხადებენ ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
“კვირას” ინფორმაციით, ავტომობილს თენგიზ გუნავა მართავდა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ავტოსაგზაო შემთხვევა თავად მას შეემთხვა.

“კვირა” მომხდართან დაკავშირებით, დამატებით დეტალების გარკვევას ცდილობს.

12671944_1273127932703194_7384156352205218258_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები