„მაესტროს“ შესასვლელს დაცვის თანამშრომლები აკონტროლებენ

დღეს დილიდან ტელეკომპანია „მაესტროს“ შესასვლელს დაცვის თანამშრომლები იცავენ. არსებული ინფორმაციით, შენობაში შემოსვლის უფლება იმ პირებს ექნებათ, ვისზეც საშვს ბაია გადაბაძე დაუშვებს, რადგან ბაია გადაბაძე იმ კომპანიის ხელმძღვანელია, ვის საკუთრებაშიც არხის შენობაა.
“ახალი დაცვის სამსახური, ალბათ, ქალბატონმა ბაია გადაბაძემ დაიქირავა. შენობის განმკარგავი დღეს ის არის. რამდენადაც ვიცი, ეს შენობის დაცვას ემსახურება და არა შპს “სტუდია მაესტროს”, – განაცხადა “მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ილია (ბაჩო) კიკაბიძემ.
ილია კიკაბიძე და ბაია გადაბაძე დღეს, 14:00 საათზე, ამერიკის ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდებიან და ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გააცნობენ. შექმნილი ვითარების მიუხედავად, ტელეკომპანიის მაუწყებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, არხის პარტნიორთა კრებაზე ბაია გადაბაძის შემცვლელად საბჭოს წევრებმა 55 პროცენტის მფლობელის – გია გაჩეჩილაძის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე დაასახელეს. იგი არხის გენერალური დირექტორის პოსტზე უფლებამოსილების გაგრძელებას ორშაბათიდან აპირებს. მანამდე კი საჯარო რეესტრში არხის გენდირექტორად მითითებული ბაია გადაბაძეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები