ქუთაისში 30 წლამდე მამაკაცმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ანჯაფარიძის ქუჩაზე, წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო.
ცხედარი ამავე ქუჩის მაცხოვრებლებმა დილით აღმოაჩინეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები