გიორგი მარგველაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს თავისუფალი მედია
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს თავისუფალი, მრავალფეროვანი მედია, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ვიმუშაოთ, – ამის შესახებ საქართველო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ტელეკომპანია “მაეტროს” ჟურნალისტებს ეფექტური მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ.
“უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს თავისუფალი, მრავალფეროვანი მედია. მედია, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ვიმუშაოთ. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი პროცესი, რომელიც წარიმართება იქნება ამ ღირებულებების დაცვით და იმედი მაქვს “მაესტროშიც” ჟურნალისტებს ექნებათ ყოველთვის შესაძლებლობა ეფექტურად იმუშაონ, მიეცემათ საშუალება შეასრულონ თავისი სამუშაო და ჩვენ, პოლიტიკოსებს მოგვცემენ საშუალებას ვიმუშაოთ და ვეურთიერთოთ საზოგადოებას თქვენი საშუალებით”, – განაცხადა პრეზიდენტმა “მაესტროს ფაქტორში”.