ქართველი მეზღვაური ნიგერიაში მძევლად აიყვანეს

ერთი ქართველი და ორი რუსი მეზღვაური ნიგერიაში მძევლად აიყვანეს. ისინი იმ გემზე იმყოფებოდნენ, რომელსაც შეიარაღებულ პირთა ჯგუფი თავს დაესხა. როგორც „ბი–ბი–სის“ დანიურ კომპანია Risk Intelligence-ში განუცხადეს, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Leon Dias-ს შეიარაღებულ პირთა ჯგუფი 29 იანვარს დაესხა თავს.
31 იანვარს ტერორისტებმა გემი დატოვეს, მაგრამ ხუთი მძევალი თან წაიყვანეს. ამჟამად გემი ბენინის სანაპიროსთან იმყოფება. ქართველების და რუსების გარდა, მძევლებს შორის ფილიპინების ორი მოქალაქეა.
ტანკერი Leon Dias-ი ბერძნულ კომპანიას ეკუთვნის, რომლის სახელი ამ დროისთვის უცნობია. Risk Intelligceen-ში მიაჩნიათ, რომ ტანკერს თავს დაესხნენ ტერორისტული დაჯგუფება „ნიგერიის დელტის გათავისუფლების მოძრაობის“ წევრები. თუმცა ამ თავდასხმას, სავარაუდოდ, პოლიტიკური სარჩული არ უდევს და „ბოევიკებს“ მძევლებში გამოსასყიდის მიღება სურთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები