ბაია გადაბაძე ”მაესტროს” დირექტორის პოსტზე ლევან გაჩეჩილაძემ შეცვალა
“მაესტროს” პარტნიორთა კრებამ დირექტორის თანამდებობიდან ბაია გადაბაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრების მიმდინარეობისას მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დირექტორის თანამდებობაზე ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა, რა გადაწყვეტილებასაც გვენეტაძე არალეგიტიმურად მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია მაესტროს 30%-იანი წილი შეიძინა. საბოლოოდ იგი კომპანიის 55%-ს ფლობს.
ბაია გადაბაძის გადადგომის მოტივად პარტნიორთა კრების დაწყებამდე გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანიის რეიტინგის დაცემა დაასახელა.