„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“ კანონი წმინდა სამართლებრივ დონეზე კურიოზადაც შეიძლება განვიხილოთ“

„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონი წმინდა სამართლებრივ დონეზე კურიოზადაც კი შეიძლება განვიხილოთ. ეს კანონპროექტი არ გავა და შემდგომი მსვლელობა არ მიეცემა“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა გააკეთა და კანონპროექტი მკვეთრად გააკრიტიკა.
მისი თქმით, ვის რა გრძნობები აქვს და როგორ რეაგირებს თავისი რელიგიური შეხედულების კრიტიკაზე, ძალიან სუბიექტურია და ამას ვერც სახელმწიფო, ვერც ვერანაირი კომისია და ვერც საპატრიარქო დაადგენს.
„წამოყენებული წინადადება არაკვალიფიციურიც და პრინციპულადაც მიუღებელი იყო. პრინციპულად მიუღებელია, იმიტომ რომ გრძნობების შეურაცხყოფა ძალიან სუბიექტური რამ არის. ვის რა გრძნობები აქვს და როგორ რეაგირებს თავისი რელიგიური შეხედულების კრიტიკაზე, ძალიან სუბიექტურია და ამას ვერც სახელმწიფო, ვერც ვერანაირი კომისია და ვერც საპატრიარქო ვერ დაადგენს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონი არ იქნება მიღებული, მაგრამ მიღებული რომ ყოფილიყო, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა საპატრიარქომაც და განაცხადა, რომ ის არ არის ამ კანონის ინიციატორი და საერთოდ არ განიხილავს ამ კანონს. ეს კანონპროექტი არ გავა და შემდგომი მსვლელობა არ მიეცემა“,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლის შეფასებით, ძალიან ცუდი ფაქტი იყოს, რომ ინიციატივას მხარი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დაუჭირა და ამით ერთგვარად ხელისუფლების ნებასთან მოხდა ასოცირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები