გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციისთვის 189 000 ლარი დაიხარჯა
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელი დაათვალიერეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გადასასვლელი გაიწმინდა ნარჩენებისგან. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აღდგენილია კიბეები და სავალი ნაწილი. მოპირკეთდა მიწისქვეშა გადასასვლელის კედლები და ჭერი, შეიცვალა ელექტროგაყვანილობა და დამონტაჟდა ახალი სანათები. ცნობისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს “უძრავი ქონება-თბილისის’’ დაკვეთით კომპანია „გუგა 2001“-მა შეასრულა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 189 000 ლარი დაიხარჯა.