ლევან გაჩეჩილაძე: გვინდა, რომ „მაესტრო“ გაკოტრებას გადავარჩინოთ

გვინდა, რომ „მაესტრო“ გაკოტრებას გადავარჩინოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ლევან გაჩეჩილაძემ “მაესტროს“ პარტნიორების კრების დაწყებამდე განუცხადა.
ლევან გაჩეჩილაძემ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ გია გაჩეჩილაძის სურვილია, „მაესტროს“ გენერალურ დირექტორად ის დაინიშნოს.
“ჩვენ ვფლობთ 55% პროცენტს, „ბაია გადაბაძის გენერალური დირექტორობიდან გადაყენება“ – არასწორი სიტყვებია, ჩემი ძმის თქმით, მას, როგორც გენერალურ დირექტორს, უფლებამოსილება შეუწყდება. სასამართლოში კომპანიის გაკოტრების შესახებაა საქმე შესული, კომპანიას უკვე ჰყავს თავისი მეურვე, ჩვენ გვინდა, რომ “მაესტრო“ გაკოტრებას გადავარჩინოთ. კონკრეტული გეგმა რთული მოსაყოლია, მაგრამ მედიაბაზრის შესწავლა აუცილებელია. კომპანია უნდა იყოს დამოუკიდებელი და მოიპოვოს ფინანსური დამოუკიდებლობა. ეს გულისხმობს იმას, რომ კომპანიის შემოსავალი, რეიტინგიდან გამომდინარე, კომპანიის გასავალზე მეტი უნდა იყოს “,- განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები