ბაია გადაბაძე და გია გაჩეჩილაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – შენ რასაც აკეთებ, ეს არის შანტაჟი

პარტნიორთა კრებაზე მოსულ გია გაჩეჩილაძესა და არხის გენერალურ დირექტორ ბაია გადაბაძეს შორის შელაპარაკება მოხდა. გაჩეჩილაძემ არხის გენერალური დირექტორი შანტაჟში დაადანაშაულა.
არხის გენერალური დირექტორი გია გაჩეჩილაძეს იმ ფულის წარმომავლობაზე განმარტებას სთხოვდა, რითაც მან ტელეკომპანიის წილები შეიძინა. სწორედ აღნიშნულმა საკითხმა გამოიწვია მათ შორის დაპირისპირება.
“მე გეკითხებით ირაკლი რუხაძეზე, რომელმაც გაუშვა ინგა გრგიგოლია, რომელმაც გაუშვა ლევან ჩხაიძე, რომელიც დღეს ჩემთან მუშაობს”, – აცხადებს გადაბაძე. ამის პასუხად კი გაჩეჩილაძემ ბაია გადაბაძეს ტელეკომპანიაში დარჩენა შესთავაზა.
“ბაია, შენ რასაც აკეთებ, ეს არის შანტაჟი. როგორც შენ გინდა, თუ გინდა დარჩი, თუ გინდა – წადი.
არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ერთი დირექტორი იცვლება მეორეთი, ვისით იცვლება? ვადასტურებ, რომ ლევან გაჩეჩილაძეზეა საუბარი. ტელევიზიის რეიტინგი 15 პროცენტიდან 4 პროცენტზე ჩამოვიდა. ეს საკმარისია იმისთვის, რომ შეიცვალოს დირექტორი თუ არა?”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ სანამ იგი ტელევიზიის 25 პროცენტს, ფლობდა არ ერეოდა “მაესტროს” საქმიანობაში, რადგან მართვა სხვას ჰქონდა გადაცემული.
გია გაჩეჩილაძის ამ შეთავაზებას არხის გენერალური დირექტორი დათანხმდა და ტელეკომპანიის ერთად მმართველობის წინადადებით მიმართა.
“მე გთავაზობთ, რომ დავრჩები და ერთად ვმართოთ ტელევიზია, ოღონდ სარედაქციო დამოუკიდებლობას შევინარჩუნებთ. მე არასდროს წარმომედგინა, რომ მე და შენ სხვადასხვა მხარეს ვიდგებოდით. მე არ მინდა, რომ ირაკლი რუხაძემ და სხვა ტელეკომპანიის მმართველებმა გადათელონ ჩვენი დამოუკიდებლობა”, – აღნიშნა ბაია გადაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები