მამუკა ღლონტი: ამ ეტაპზე ტელეკომპანიის დირექტორის გადადგომის საფუძველი არ იკვეთება
ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლის მამუკა ღლონტის ადვოკატის, პაატა კიკვიძის განცხადებით, მამუკა ღლონტის პოზიციაა, რომ ამ ეტაპზე ტელეკომპანიის დირექტორის გადადგომის საფუძველი არ იკვეთება. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს „მაესტროს“ პარტნიორთა კრების დაწყებამდე განუცხადა.
მისივე თქმით, წილების გადანაწილების საკითხი დირექტორის გადაყენებასთან არანაირ კავშირში არ არის.
“არ ვიცი, როგორ განვითარდება პარტნიორთა კრების მიმდინარეობა. მამუკა ღლონტის პოზიციაა, რომ ამ ეტაპზე დირექტორის გადაყენების საფუძველი არ იკვეთება. წილების გადანაწილების საკითხი დირექტორის გადაყენებასთან არანაირ კავშირში არ არის. წილების საკითხს პარტნიორები იხილავენ, თუმცა ამას შემხებლობა არ აქვს მენეჯმენტთან”, – განაცხადა პაატა კიკვიძემ.
ტელეკომპანიის დამფუძნებელი მამუკა ღლონტი საქართველოში არ იმყოფება და პარტნიორთა კრებაზე მის პოზიციას მისი ადვოკატი პაატა კიკვიძე დააფიქსირებს.