“ჩვენი რეგიონი დგას სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე”
ჩვენი რეგიონი დგას სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, ასეთი იყო 2015 წელი და 2016 წელს ჩვენ ვიცით, რომ განვითარებადი ბაზრებიდან სავარაუდოდ იქნება კაპიტალის გადინება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ჩვენს მოსახლეობას, იმ ჯგუფებს, რომელსაც განსაკუთრებით სერიოზული დარტყმა მიაყენა ლარის დევალვაციამ.
“ჩვენი რეგიონი დგას სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, ასეთი იყო 2015 წელი და 2016 წელს ჩვენ ვიცით, რომ განვითარებადი ბაზრებიდან სავარაუდოდ იქნება კაპიტალის გადინება. ვიცით, რომ იქნება სერიოზული კონკურენცია პირდაპირი ინვესტიციების მიმართულებით და გამომდინარე იქიდან, რომ ამ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია შესაძლებლობების გამოყენება, ამავე დროს მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ჩვენს მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ იმ ჯგუფებს, რომელსაც განსაკუთრებით სერიოზული დარტყმა მიაყენა თუნდაც ლარის დევალვაციამ, თუნდაც სირთულეებმა ეკონომიკაში, ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებამ 5 %-დან 3 %-მდე. მათი დაცვა არის სახელმწიფოს ვალდებულება”, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.