თოფაძე სტატიას ასახელებს, სადაც მისი მტკიცებით, მარგველაშვილმა ქართველ ხალხს “დებილები” უწოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე განმარტება ტელეკომპანია „tv პირველის“ გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ გააკეთა.
პირდაპირ ეთერში დეპუტატმა ჟურნალ „დრო მშვიდობისა“-ში წლების წინ გამოქვეყნებული სტატიიდან ამოიკითხა ციტატა, სადაც მისი თქმით, წერია, რომ გიორგი მარგველაშვილი ქართველ ხალხს ასე აფასებს: „გონებრივი სისუსტე მსუბუქი დებილობის ფორმით“.
„ძალიან დიდი სტატიაა სხვათაშორის. ქართველ ხალხს მან მიაყენა შეურაცხყოფა და ძალიან სამწუხაროა. მე მაქვს დოკუმენტები, ეს ყველაფერი არის ამობეჭდილი იმ გაზეთიდან. ძალიან შევწუხდი, რომ ასე აფასებს ქართველ ხალხს პრეზიდენტი. უფრო მძიმე შეფასებებია.
ჩემს გამოსვლაში ძალიან ბევრი საქები სიტყვაც ვთქვი პრეზიდენტზე, მაგრამ მე გავაკრიტიკე იგი იმის გამო, რომ ქართველ ერს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა. თუ მიგაჩნია, რომ ქართველები არიან დებილები, მაშინ არც უნდა იყო იმ ხალხის პრეზიდენტი. არ ეკადრება პრეზიდენტს თავის ხალხზე ჰქონდეს ასეთი წარმოდგენა. მიმაჩნია, რომ ვალდებული ვიყავი ეგ შენიშვნა გამეკეთებინა“, – განაცხადა თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები