გიორგი მარგველაშვილი გუბაზ სანიკიძის კრიტიკას პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გუბაზ სანიკიძეს პასუხობს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის დარბაზში განაცხადა, იგი პატივს სცემს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ღვაწლს.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა ყველა ის თანამემულეც გაიხსენა, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლას თავი შესწირეს.
“ჩვენი ისტორია, საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენს თანამემულეს ჰქონდა ტრაგიკული ბიოგრაფია და შეეწირა ქვეყანას. ზუსტად ამ დარბაზში შარშან, მე დავამთხვიე გამოსვლა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს და, ბუნებრივია, მაშინ ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს პირველი პრეზიდენტის როლი. მე, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას, ბატონი ზვიადის ღვაწლს და, ამასთანავე, მინდა ვთქვა, რომ, საბედნიეროდ, ჩვენ ძალიან ბევრი ღვაწლმოსილი თანამემულე და, ამავე დროს, თანამებრძოლი გვყავდა, რომელთა სახელებსაც, ბუნებრივია, ყოველთვის ვერ ვახერხებთ, რომ მივაგოთ პატივი“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუბაზ სანიკიძემ საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოსვლა გააკრიტიკა.
„არ ვიტყვი იმას, რომ თქვენ ეს შეგნებულად გამოგრჩათ, მაგრამ არ ვიცი, ეს რას შეიძლება დავაბრალო, ამ დარბაზში ზვიად გამსახურდია არ იქნა ნახსენები“, – ამ სიტყვებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გუბაზ სანიკიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები