თბილისში, სასწრაფო დახმარების ექიმებმა ქუჩაში უგონოდ მყოფი მამაკაცი გადაარჩინეს
თბილისში, სასწრაფო დახმარების ექიმებმა და მძღოლმა ქუჩაში უგონოდ მყოფი მამაკაცი გადაარჩინეს.
თვითმხილველების თქმით, ბრიგადის წევრებმა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები ჩაატარეს და უგონოდ მყოფი მამაკაცის გადასარჩენად ელექტროშოკი და ადრენალინი გამოიყენეს.
მათივე ინფორმაციით, ბრიგადის ექიმებისა და მძღოლის პროფესიონალიზმის დამსახურებით, პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი.
„თბილისის მე-11 ბრიგადა გამოძახებაზე მიდიოდა, როდესაც ქუჩაში ჩოჩქოლი შენიშნა, სადაც ხალხი დახმარებას ითხოვდა. ადგილზე მყოფი გამვლელების გადმოცემით მამაკაცი საკუთარი მანქანიდან გადმოვიდა და მოულოდნელად უგონოდ დაეცა.
როგორც პარამედიკოსი ნინო ყვირალაშვილი იხსენებს, მამაკაცი არ სუნთქავდა, ხოლო მონიტორზე დაფიქსირდა ფიბრილაცია.
ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება. გამოყენებულ იქნა ელექტროშოკი და ადრენალინი, სამედიცინო პერსონალის ძალისხმევით მონიტორზე დაფიქსირდა სინუსური რითმი.
ბრიგადის ექიმებისა და მძღოლის პროფესიონალიზმის დამსახურებით პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი, სადაც დადასტურდა კარდიომიოპათია, რის შესახებაც პაციენტმა არ იცოდა.
აღსანიშნავია ის ამბავიც, რომ ამჟამად პაციენტი პალატაშია გადაყვანილი და თავს კარგად გრძნობს.
#გვეამაყება
პარამედიკოსი ნინო ყვირალაშვილი
უმცროსი ექიმი ხატია ბიწკინაშვილი
მძღოლი ლევან ბალხამიშვილი
#შენისიცოცხლისგადასარჩენად“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.