ბიძინა გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც ხელისუფლებაში იყო, პატიმრებს დაკითხვების დროს აფურთხებდნენ სახეში

„ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ხელისუფლებაში იყო, პატიმრებს დაკითხვების დროს აფურთხებდნენ სახეში. ახლა ამას ვეღარ შვრებიან, ისვრიან კვერცხებს და მოუწოდებენ მზარეულებს რესტორნებში, რომ იგივე გააკეთონ“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალების ხელწერა უცვლელია და ისინი მუდმივად ცდილობენ შემოიტანონ ქაოსი და არეულობა.

„გარედან მართულია ეს პროცესი, გარედან მართულები არიან ეს პარტიები რომლებიც განგრძობით დანაშაულის ჩადიან ქვეყნის წინაშე. მაშინ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ 2004-2012 წლებში, მაშინ სხვა მეთოდებით ჩადიოდნენ ამ დანაშაულს და რაც ოპოზიციაში არიან სხვა მეთოდებით. განსხვავება რაშია? განსხვავება ისაა, რომ როდესაც მათ ჰქონდათ საშუალება, რომ ესროლათ პარლამენტისთვის, პირველი პარლამენტისთვის გვესროლეს. პეჩორის დივიზიის ხალხი ჩამოიყვანეს, მფრინავი ღამურები, ტანკები, ზემოდან მფრინავებიც გვესროდნენ, ჩამოაგდეს ბენზინით სავსე ხუთ ტონიანი ცისტერნა და ა.შ. ეს იყო ომი. გადამწვარი იყო მთელი თბილისი მათ ამის საშუალება ახლა არ აქვთ მაგრამ სიმბოლურად პიროტექნიკას მაინც ისვრიან, რომ დაწვან ის რამენაირად. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხალხი, „ნაციონალური მოძრაობა“ იმათი შთამომავლები იყვნენ, ვინც თბილისში გააკეთა სამხედრო გადატრიალება. „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ხელისუფლებაში იყო, პატიმრებს დაკითხვების დროს აფურთხებდნენ სახეში. ახლა ამას ვეღარ შვრებიან და ისვრიან კვერცხებს და მოუწოდებენ მზარეულებს რესტორნებში, რომ იგივე გააკეთონ.

გამოსავალი ის, რომ ხელისუფლებამ მათ რამე დაუთმოს, ისინი დათმობად კი არ აღიქვამენ ამას, ისინი მიყიდიან თავის ნერვული პარალიზებად მოწამლულ ამომრჩევლებს, რომლებიც ჰყავთ სამწუხაროდ, მიყიდიან რომ ჩვენ დავაჩოქეთ ხელისუფლება და ეს დავათმობინეთ“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლება სწორ პოზიციაზეა და რადიკალებისგან განსხვავებით ქვებს არ ისვრის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები