კახა კალაძე: ჩემი მხარდაჭერა ღირსეულ ქართველს და ღირსეულ პოლიციელს, ირაკლი დგებუაძეს – ეს ახალგაზრდა კაცი 24 საათი დგას ბათუმელების სიმშვიდისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე

თბილისის მერი კახა კალაძე ქართველი პოლიციელების მიმართ განხორციელებული თავდასხმებისა და ბულინგის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

დედაქალაქის მერი მხარდაჭერას უცხადებს ირაკლი დგებუაძეს და მადლობას უხდის ყველა იმ პოლიციელს, ვინც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ხალხს.

„ჩემი მხარდაჭერა ძალიან მაგარ ადამიანს, ღირსეულ ქართველსა და ღირსეულ პოლიციელს, ირაკლი დგებუაძეს.

ეს ახალგაზრდა კაცი 24 საათი დგას ბათუმელების სიმშვიდისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში ირაკლი ფაშისტური ბულინგისა და ფიზიკური შეტევის განსაკუთრებული ობიექტი გახდა, მაგრამ მის გუნდთან ერთად, ის ყველა გამოწვევას ღირსეულად პასუხობს.

მადლობა ყველა პოლიციელს, ვინც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანასა და ხალხს!“, – წერს კახა კალაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები