“ისეთი ტენდენციაა, რომ ევროკავშირში შემავალი ქვეყნები ბრიუსელისგან უფრო მეტი სუვერენიტეტის მოთხოვნის გზით მიდიან, რათა მათივე ქვეყნის ინტერესები იყოს გადაწყვეტილი მათსავე ქვეყანაში” – ბიძინა გიორგობიანი
“ბოლო 10 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2008-2010 წლის კრიზისის შემდეგ, ევროკავშირი დაემსგავსა რაღაც პოტიომკინის სოფელს, რომელიც გარეგნულად ძალიან კარგად გამოიყურება, შორიდან რომ შეხედავ, მაგრამ შიგნით ძალიან ბევრი პრობლემებითაა დახუნძლული”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
“ისეთი ტენდენციაა, რომ ევროკავშირში შემავალი ქვეყნები, ნელ-ნელა და დაბეჯითებით, ბრიუსელისგან უფრო მეტი სუვერენიტეტის მოთხოვნის გზით მიდიან, რათა მათივე ქვეყნის ინტერესები იყოს გადაწყვეტილი მათსავე ქვეყანაში და მათი ქვეყნის ინტერესებს არ წყვეტდეს ბრიუსელში ურსულა ფონ დერ ლაიენი და მისი სამეგობრო, რომელთა წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით პროკურატურაში საქმეები მიმდინარეობს“, – აღნიშნა გიორგობიანმა.