ადიგენში მომხდარი ხანძრის შედეგად ორი წლის ბავშვი დაიწვა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
მომხდარის შედეგად ორი წლის ბავშვი დაიწვა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული კატასტროფის მედიცინის ცენტრმა თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხანძრის გაჩენა ძლიერმა ქარმა გამოიწვია. ცეცხლი ღუმელის მილს სახურავიდან ჩაეკიდა, ამ დროს მცირეწლოვანს სახლის მეორე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში ეძინა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები