გოგი თოფაძის ბრალდებას პრეზიდენტმა გაკვირვებული ჟესტით უპასუხა (ვიდეო)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე საქართველოს პრეზიდენტს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. აღნიშნული ბრალდება დეპუტატმა პრეზიდენტს იმ დროს წაუყენა, როდესაც პრეზიდენტი დეპუტატებს ტრიბუნიდან უსმენდა.

„ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას, მაშინ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ. თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში, თქვენი ყველა სიტყვა და ბგერა ანალიზდება“, – განაცხადა დეპუტატმა პრეზიდენტის მისამართით. თოფაძის განცხადებას პრეზიდენტი გაკვირვებული ჟესტით შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები