გია ჟორჟოლიანმა პრეზიდენტის გამოსვლას ეკლექტური უწოდა
პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას ეხმაურება.
მისი თქმით, მარგველაშვილის გამოსვლაში დიდი ნაწილი სამთავრობო ინიციატივების მხარდაჭერას წარმოადგენდა.
“სასამართლო სისტემის რეფორმირება რომ საჭიროა, ეს ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ეს არის უმრავლესობის პოზიცია. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩვენ აქ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, გავყავით უშიშროების და შინაგან საქმეთ სამინისტროს ფუნქციები.
პროკურატურაშიც დავიწყეთ ეს რეფორმა. მე მგონია, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში დიდი ნაწილი წარმოადგენდა სამთავრობო ინიციატივების მხარდაჭერას და, მეორე მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივების გაჟღერებას. ასე, რომ პრეზიდენტმა მთლიანად ასახა ყველაფერი, ოღონდ ცოტა ეკლექტურია ეს, თუ ერთს უჭერ მხარს, მაშინ მეორე შეიძლება საწინაააღგმდეგო იყოს”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.