თბილისში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა – არიან დაშავებულებიც

თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს “მერსედესისა” და “ტოიოტას” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რომლის შედეგადაც, 45 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.
ავტოავარიისას დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სამაშველო და საპატრულო ბრიგადები. მომხდარის გამო ელიავას ხიდთან, მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა საპატრულო პოლიციას გადაკეტილი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები