თბილისში საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის კედელი ჩამოინგრა

თბილისში, ახოსპირელის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის კედელი ჩამოინგრა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
მათივე ინფორმაციით, ნგრევის მიზეზი სახლის სიძველე გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები