თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მამაკაცი გარდაიცვალა. ის მიმდინარე მშენებლობიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მშენებლობაზე გარდაცვლილი შვილთან ერთად მუშაობდა. მშენებლობაზე დასაქმებული ყველა მუშა შენობის გარეთ გამოიყვანეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება 240 ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები