ბათუმში ხანძრის შედეგად მაღაზია დაიწვა

ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც მაღაზია დაიწვა. ადგილზე ბათუმის სახანძრო სამსახურის ოთხი მანქანაა მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.
აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის განცხადებით, იმის საშიშროება, რომ ხანძარი სხვა მაღაზიებზე გავრცელდეს, არ არის და ამისთვის სახანძრო ბრიგადები ოპერატიულ რეჟიმში მუშაობენ.
რა გახდა ხოფის ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. არც ისაა ცნობილი, რამდენია ზარალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები