ვარკეთილში აფეთქებას მამაკაცი ემსხვერპლა

ვარკეთილის მე-3 მასივში მომხდარ აფეთქებას ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მაშველებმა დაშავებული ქალბატონისა და ბავშვის შენობიდან გამოყვანა შეძლეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, მაშველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები