კასპში 50 წლამდე მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

ქალაქ კასპში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 50 წლის მამაკაცი მეუღლემ ეზოში გარდაცვლილი ნახა. ასევე ოჯახის წევრებმა ხეივანზე ჩამოკიდებული თოკიც აღმოაჩინეს. როგორც ახლობლები ვარაუდობენ, მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115 -ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები