მოსკოვის გამზირზე ბუნებრივი აირით შვიდი ადამიანი მოიწამლა

ბუნებრივი აირით შვიდი ადამიანი, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი მოიწამლა. შემთხვევა მოსკოვის გამზირზე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაცია წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ამ წუთებში ოთხი ბავშვი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში, სამი ქალბატონი კი ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში  აღნიშნეს, მოწამლულები ორი ოჯახის წევრები არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები