წყალტუბოს სანატორიუმში ხანძარი გაჩნდა

წყალტუბოში, სულხან – საბას ქუჩაზე, სანატორიუმ “იმერეთში”, სადაც 20-მდე დევნილი ოჯახია შესახლებული, ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველის განცხადებით, ცეცხლი მესამე სართულიდან დაიწყო და მთლიან შენობას მოედო.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა კვლავ მიმდინარეობს დარჩენილი კერების ჩაქრობა. მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე შვიდი სახანძრო ეკიპაჟი იმყოფება. შენობის ერთ ფლიგელში 500 კვადრატული მეტრია დამწვარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები