ამირან გამყრელიძე: გრიპის ვირუსის ეპიდემიისგან ძალიან შორს ვართ

გრიპის ვირუსის ეპიდემიისგან ძალიან შორს ვართ – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, გასულ კვირასთან შედარებით ამ კვირაში გრიპის ვირუსის შემთხვევების რადიკალური ზრდა არ დაფიქსირებულა.
“მესამე კვირის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე 332 შემთხვევა ფიქსირდება, IV კვირის მონაცემები კი, ორშაბათს დაჯამდება. გრიპის ვირუსის ეპიდემიისგან ძალიან შორს ვართ. სასკოლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესის სამი დღით შეჩერება პრევენციის მიზნით ხდება – სასურველია, გრიპის ვირუსის გადაცემის ჯაჭვის გასაწყვეტად სკოლაში სწავლა შეწყდეს. მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, საპანიკო სიტუაცია არ არის: იანვარია, წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოდნავ მეტია შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ ეს არ არის კატასტროფული ზრდა. ჯანდაცვის სისტემა მზად არის, ამ გამოწვევას უპასუხოს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები