იენს სტოლტენბერგი: ნატო განაგრძობს საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მხარდაჭერას
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის 2015 წლის ანგარიშის წინასიტყვაობაში, რომელიც ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ნატო განაგრძობს საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მხარდაჭერას, რათა ამ ქვეყნებმა უკეთ შეძლონ, გარე ზეწოლას წინააღმდეგობა გაუწიონ.
“აღმოსავლეთში ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის მხარდაჭერას, რათა მათ გარე ზეწოლასთან გამკლავება უკეთ შეძლონ. ჩვენ მათ სხვადასხვა გზით ვეხმარებით თავდაცვისუნარიანობის მშენებლობის, ინსტიტუტების მოდერნიზებისა და რეფორმების გაძლიერების კუთხით”, – აღნიშნულია განცხადებაში.