“აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია”

ვიცე-პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო დღესდღეობით პრიორიტეტულ მდგომარეობაშია. ქვეყანა რამდენიმე წყაროდან იღებს აირს.
როგორც კალაძემ რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას ენდომებოდა ყოფილიყო ისეთ სიტუაციაში, როგორშიც დღეს საქართველოა. მე, როგორც ენერგეტიკის მინისტრი, გამოვიყენებ ამ სიტუაციას.
„მილერი რომ ძლიერია მოალაპარაკებებში, არ ნიშნავს, რომ ქართული მხარე რამეს დათმობს. ამიტომ გრძელდება ეს მოლაპარაკებები ამდენ ხანს. ყველაფერი იოლი რომ ყოფილიყო, მე ვფიქრობ, დიდი ხნის წინ იქნებოდა ხელმოწერილი ყველაფერი. ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს. მე ვთვლი, რომ საქართველო ახლა პრიორიტეტულ მდგომარეობაშია. ჩვენ რამდენიმე წყაროდან ვიღებთ აირს: აზერბაიჯანული კომპანიიდან „სოკარი“, „შაჰდენიზის“ კონცერნიდან და რუსული „გაზპრომიდან“. მე ვფიქრობ, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას ენდომებოდა, ყოფილიყო ისეთ სიტუაციაში, როგორშიც საქართველოა დღესდღეობით. ბუნებრივია, რომ მე, როგორც ენერგეტიკის მინისტრი, გამოვიყენებ ამ სიტუაციას. მე რამდენიმეჯერ ვთქვი, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მაგრამ გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია“, – განაცხადა კახა კალაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები