„იანვარში გრიპის ვირუსის რაოდენობა დინამიკურად გაიზარდა“

„იანვრის პირველი 4 კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსის დინამიკური ზრდა გვაქვს“, – განცხადება ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პორტალ “კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
გამყრელიძის განცხადებით, ციფრები საგანგაშო არ არის, თუმცა გრიპის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 332 შემთხვევამდე გაიზარდა.
„იანვრის პირველი 4 კვირის განმავლობაში ჩვენ გვაქვს გრიპის დინამიკური ზრდა, მეორე კვირაში თუ მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 240 -248 იყო, მესამე კვირაში ეს მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 332-მდე გაიზარდა.
იანვრის მეოთხე კვირის მონაცემები კი ხვალ საღამოს გვექნება და ოთხშაბათს გავახმაურებთ. თუმცა, როგორი ინფორმაციაც გვაქვს, რადიკალური ზრდა არ არის. მიმართვიანობა დაახლოებით იმ დონეზეა, როგორიც წინა კვირის განმავლობაში იყო. დღეისთვის ლაბორატორიულად დადასტურებული 160 შემთხვევა გვაქვს. აქედან 153 H1N1 სუბტიპი გახლავთ, 7 კი H3N2 გახლავთ“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები