“სააფთიაქო ქსელს საკუთარი საავადმყოფო ჰქონდეს, ეს დანაშაულია“

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა შეაფასა და თავისი აზრი გამოთქვა მედიცინის დოქტორმა ოთარ კომახიძემ. მისი განცხადებით, პირველადი რგოლის რეფორმა დროულია და მომავალში ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე დღეს არის.
,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ძალიან მომწონს, რომელიც წაამატებული, მნშვნელოვანი და დროულია. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ოჯახის ექიმს ცალკე მომზადება სჭირდება. ეს ისეთი პროფესია და სპეციალობაა, რომელიც საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს, იგი არის კერძო დარგი. ოჯახის ექიმმა, დაახლოებით, უნდა იცოდეს ყველა სპეციალობა, რათა გაერკვეს საქმის ვითარებაში და სწორად დაუსვას პაციენტს დიაგნოზი. ზოგადად, ოჯახის ექიმი, ტრადიციულად, უნდა იცნობდეს ოჯახის ყველა წევრის ჯამრთელობის მდგომარეობას, რადგან, ზოგიერთი დაავადება არის მემკვიდრეობითი. ეს პროგრამა ახალი დაწყებულია და დღევანდელ ოჯახის ექიმისთვის მსგავსი რამ ცნობილი არ იქნება, მაგრამ როცა გავა დრო, თაობების ცვლასთან ერთად, ოჯახის ექიმები აკეთებენ ერთგვარ ჩანაწერებს და მათ იციან, ესა თუ ის დაავადება შთამომავლობით გაქვს თუ შეძენილია. ჯერ ჩვენ ამ პროგრამას ახლა ვიწყებთ და ალბათ საინტერესო იქნება, მომავალში მსგავსი კვლევების ჩატარება. ექიმმა უკვე იცის, რა დაავადებებია გავრცელებული ოჯახში და თავის დროზე მიხვდება, რასთან აქვს საქმე’’.
კომახიძემ ასევე ისაუბრა იმ წინაპირობებზეც, რომელთა გათვალისიწინებაც წარმატებით წაადგება ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას:

,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის წარმატების განხორციელებისთვის საჭიროა, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მოვიწვიოთ კვალიფიციური ექიმები და ქართველმა ოჯახის ექიმებმა მათთან გაიარონ კონსულტაციები. ჩვენთან, სამწუხაროდ, პროფესიონალი ექიმები ძალიან ცოტაა’’.

მედიკოსმა მოკლედ განმარტა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დადებითი მხარეებიც და აღნიშნა, რომ ეს რეფორმა ძალიან დიდი შველაა ქართველი მოსახლეობისთვის: ,,რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ეს დიდი შველაა ქართველი მოსახლეობისთვის. ხალხი საშინელ მდგომარეობაში იყო, ვერ მოდიოდნენ საავადმყოფოებში. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, ცოტა შეიზღუდა დაფინანსებები, ალბათ ბიუჯეტი არ ყოფნის. სხვა მხრივ, ამ პროგრამის მიღების გადაწყვეტილება იყო საუკეთესო’’.
დავით კომახიძემ მედიკამენტებზე მაღალ ფასებზეც ისაუბრა და მიზეზად, სააფთიაქო ქსელების არაკონკურენტული მუშაობა დაასახელა, და იმაზეც მიანიშნა, დანაშაულია, რომ  მათ საკუთარი კლინიკებიც გააჩნიათ: ,,წამლის ფასები კატასტროფულად მაღალია, რაც ყოვლად დაუშვებელია. მაგალითად, „ავერსს“ აქვს აფთიაქიც და საავადმყოფოც. ასევეა PSP  და კიდევ ბევრი სხვა სააფთიაქო ქსელი. ეს არის დანაშაული. არ შეიძლება, რომ სააფთიაქო ქსელს ჰქონდეს თავისი საავადმყოფო. თუ წამალს აწარმოებს კომპანია, ის მხოლოდ წამალს უნდა აწარმოებდეს და სხვას არაფერს  აკეთებდეს. საავადმყოფოები ცალკე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, კლინიკა იყენებს იმ წამალს, რომელსაც უშვებს მისი სააფთიაქო ქსელი. ეს არის დიდი დანაშაული და აღმოსაფხვრელია. ეს ყველაფერი არის დიდი ბიზნესი, ავადმყოფებზე ზრუნვა ეს ნამდვილად არ არის. რაც შეეხება ჯენერიკ-მედიკამენტებს, რა თქმა უნდა, მისაღებია. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც პრეპარატების ფასები ამ დონემდეა გაძვირებული, ნამდვილად აუცილებელია კარგი ხარისხის ჯენერიკ-მედიკამენტების შემოტანა. არ აქვს მნიშვნელობ,ა ინდური იქნება ეს ჯენერიკი თუ სხვა ქვეყნის, მთავარია, ხარისხი ჰქონდეს მისაღები’’.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები