ამირან გამყრელიძე ორსულებს ვირუსისგან თავის დასაცავად რეკომენდაციებს აძლევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პორტალ “კვირას“ პრესკლუბში ვირუსის მაღალი რისკის მქონე ჯგუფებზე ისაუბრა. გამყრელიძის განმარტებით, გრიპის ვირუსის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ორსული ქალები არიან.
გამყრელიძემ ორსულებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და რეკომენდაციით მიმართა, ხალხმრავალ და ისეთ ადგილებს მოერიდონ, სადაც ვირუსის მატარებელი ადამიანი შეიძლება იყოს.
„აუცილებელია, ორსულები მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, ან იმ ადგილებს, სადაც ვირუსიანი ადამიანია. ვირუსის სიმპტომების გამოჩენის პირველივე შემთხვევისთანავე კი უნდა მიმართონ ექიმს. ამ დროისთვის მკურნალობას რამდენიმე ორსული ქალბატონი გადის, თუმცა შემთხვევები გართულებული არ არის“,- აღნიშნა გამყრელიძემ.
რაც შეეხება გრიპის ვირუსის ზოგად პროგნოზებს, მისი თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, თუმცა მომავალი კვირების განმავლობაში შესაძლებელია, იყოს გარკვეული ზრდა.
გამყრელიძის განცხადებით, ვირუსული გრიპის სეზონი დეკემბრის ბოლოდან იწყება და თებერვლის ჩართვით, ან მარტის დასაწყისამდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები