ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საგანმანათლებლო დაწესებულებებს რეკომენდაციას აძლევს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, გრიპის პრევენციის ერთ-ერთი კომპონენტი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადეზინფექციო დისპენსერების მონტაჟია.
უწყების ინფორმაციით, უმაღლესი განათლების დაწესებულებებს შორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პირველი ჩაერთო ვირუსული გრიპის გავრცელების კონტროლისა და პრევენციის ღონისძიებებში.
“უნივერსიტეტის სასწავლო და ადმინისტრაციულ შენობებში, ასევე, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებში ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო დისპენსერები დამონტაჟდა.
პარალელურად დაიწყო საინფორმაციო კამპანია, გრიპის პროფილაქტიკისა და პრევენციის მიზნით, ხელების ჰიგიენის მნიშვნელობის შესახებ. არსებული ვითარების გასაცნობად თსსუ-ს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ესტუმრა.
ის სტუდენტებსა და რექტორატს შეხვდა, მადლობა გადაუხადა საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრებში გაწეული დახმარებისთვის, გრიპის პრევენციის მიზნით, სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის და პირადად დაათვალიერა სადეზინფექციო დისპენსერები.
ნინო ბერძულმა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც მიმართა და მაღალი ავადობის პირობებში, ინფექციის გავრცელების კონტროლისა და პრევენციის მიზნით, სასწავლებლების სადეზინფექციო დისპენსერებით აღჭურვის რეკომენდაცია მისცა“,-აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები