ცესკო: 12.00 საათის მდგომარეობით, გარდაბანში ამომრჩეველთა აქტივობამ 11% შეადგინა

12.00 საათის მდგომარეობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა აქტივობამ 11% შეადგინა. ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გარდაბანში რეგისტრირებული 71847 ამომრჩევლიდან, 12.00 საათამდე არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 7849 მათგანმა. მისივე ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
“მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში დაფიქსირდა უმნიშვნელო პროცედურული ხარვეზები, რასთან დაკავშირებითაც რამდენიმე საჩივარი დაიწერა. ამ ეტაპზე ტექნიკური ხარვეზების უმრავლესობა აღმოფხვრილია”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცესკოს სპიკერმა ამომრჩეველს აქტივობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ცნობისთვის, 2014 წელს გარდაბანში ამომრჩეველთა აქტივობამ 12.00 საათის მდგომარეობით, 14,5 % შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები