გია ვოლსკი: ჰააგის სასამართლო ვალდებულია, მომხდარი გამოიძიოს

იმედი მაქვს, რომ პროკურატურას, სადაც ბევრი პროფესიონალია, საკმაო მტკიცებულება აქვს შეგროვებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დაწყების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ის, რაც ჰააგის სასამართლოს აინტერესებს, არის ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის და ეთნიკური წმენდის ფაქტები.
“ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოძიება ვერ ხდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ პროკურატურას, სადაც ბევრი პროფესიონალია, საკმაო მტკიცებულება აქვს შეგროვებული. ჩვენი დღევანდელი პროკურატურაც ინტენსიურად მუშაობს ამაზე. არსებობს ინფორმაციის სხვადასხვა წყარო, რაც საერთაშორისო გამომძიებელს, საერთაშორისო დონის პროკურორს შეუძლია მოიძიოს. მთავარია, იყოს ობიექტური შეფასება. ჰააგის სასამართლო ვალდებულია, მომხდარი გამოიძიოს – ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის შექმნილი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები