რიკოთის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

რიკოთის უღელტეხილზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ157 (რიკოთის უღელტეხილი) აღდგენილია. აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა წუხელ, ინტენსიური თოვის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, აიკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები