ტასოევი: ჰააგის სასამართლო გვერდს ვერ აუვლის სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ათასობით ჩვენებას

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ტასოევი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომის გარემოებების გამოძიების დაწყებას ეხმაურება. ტასოევის განცხადების შესახებ რუსული მედია წერს.
“ყველა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ქართველი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთში ჩადენილ სისასტიკეს, შეგროვდა და გადაეცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. მტკიცებულებების ბაზაში დეფიციტი არ არის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორები მინიმალური მიუკერძოებლობის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებენ, გვერდი აუარონ ამ მრავალრიცხოვან მტკიცებულებებს”, – განაცხადა ტასოევმა.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებს. ჰააგის სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ პროკურორს გამოძიების დაწყებაზე თანხმობა მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები