საქართველოში ბოლო 24 საათში ე.წ. ღორის გრიპით 2 ადამიანი გარდაიცვალა

ე.წ. ღორის გრიპით H1N1-ით აჭარაში მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ დღეს “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
საქართველოში ბოლო 24 საათში ე.წ. ღორის გრიპით 2 ადამიანი გარდაიცვალა. ერთ-ერთი შემთხვევა გუშინ თბილისში დაფიქსირდა, მეორე კი დღეს – აჭარაში, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში 6 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან 5 H1N1-ით, 1 კი – H1N3-ით. გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის მატება აღარ შეიმჩნევა, დინამიკა სტაბილურია, რაც სავარაუდოდ, სკოლებში სწავლის შეწყვეტამ და სხვა პრევენციულმა ღონისძიებებმა განაპირობა. კლინიკებში რამდენიმე პაციენტი გადის მკურნალობას და მათი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. ვირუსით დაავადებულთა ახალი მონაცემები პარასკევს 29 იანვარს საღამოს გახდება ცნობილი და 1 თებერვალს გამოქვეყნდება.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულად, ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში 6 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის მიმდინარე კვირის განმავლობაში ორი პირი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები