ფონდ „ქართული გალობის“ დოკუმენტური ფილმის – “ქართული გალობა რომში” პრემიერა

„ქართული გალობა რომში“ – თბილისში ფონდ „ქართული გალობის“ მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა.  დოკუმენტური ფილმი ეძღვნება ქართული სიმღერა-გალობის ფესტივალს, რომელიც ფონდის ინიციატივითა და უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით  რომში, Serapchicum-ის საკონცერტო დარბაზში, 2014 წლის 7 დეკემბერს გაიმართა. კონცერტის  ორგანიზატორები ასევე იყვნენ: დასავლეთ ევროპის, ავსტრია-გერმანიისა და ბელგია-ჰოლანდიის ეპარქიები.  ფილმის სცენარის ავტორი და პროდიუსერია თამარ ბართაია, რეჟისურა და მონტაჟი ეკუთვნის გიორგი ბართაიას.

ფილმის პრემიერასთან  დაკავშირებით ფონდმა „ქართულმა გალობამ” კიდევ ერთი აუდიო და ვიდეოალბომი , სახელწოდებით — „ჩემს სამშობლოს…” გამოსცა. ფილმის ჩვენების  დასასრულს, სწორედ აღნიშნული აუდიო-ვიდეოალბომის პრეზენტაციაც შედგა, რომელშიც შესულია დოკუმენტური ფილმი და ევროპაში არსებული 6 ქართული სამრევლოს გუნდის აუდიოჩანაწერები.

დოკუმენტური ფილმი და ფონდის ახალი გამოცემა მიეძღვნა ქართველ ემიგრანტებს.

სვიმონ ჯანგულაშვილი, ფონდ “ქართული გალობის” წევრი, სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი:
„ფილმი და აუდიოდისკი ეძღვნებათ ქართველ ემიგრანტებს, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც იქ შრომობენ და მოღვაწეობენ.  ფილმში მოთხრობილია იმ კონცერტის შესახებ, რომელიც რომში, ერთი წლის წინათ გაიმართა სახელწოდებით: „ქართული პოლიფონია – კაცობრიობის  საგანძური“. ეს იყო ერთგვარი ზეიმი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპაში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომელთათვისაც ცნობილია ქართული სიმღერა და გალობა“.

არქიმანდრიტი მამა იოანე (ხელაია), რომის სამრევლოს წინამძღვარი:
„მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი იყო ის ემოცია, ის მუხტი, რაც რომში კონცერტზე სუფევდა. დოკუმენტური ფილმის მიზანია არ დარჩენილიყო კადრს მიღმა ეს ემოცია. მთელი ევროპის მგალობელთა გუნდებმა ერთად მოიყარეს თავი, ეს იყო ზეიმი და ისტორიას დავუტოვეთ, თუ როგორი განწყობა სუფევდა რომში“. 

ვანო ჩხარტიშვილი, ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი:
„ფონდი „ქართული გალობა“ განაგრძობს ქართული ტრადიციული გალობის პოპულარიზაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოეთში ქართულ ეპარქიებთან და ცდილობს მხარში ედგას ემიგრაციაში მოღვაწე ქართულ გუნდებს. ჩვენი მიზანია, საქართველოს გარეთ, ქართულ ეკლესიებში არსებობდეს პროფესიონალთა მგალობლთა გუნდები“
.

„ფონდის უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს, ხელი შეუწყოს ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იღწვიან ქართული საეკლესიო და ტრადიციული მუსიკის აღდგენა-პოპულარიზაციისთვის. ფონდისთვის უდიდესი პატივია მონაწილეობა მიიღოს ამ საშვილიშვილო საქმეში“, – ითქვა ფილმის პრემიერის დასასრულს.

2014 წლის 7 დეკემბერს კონცერტში  მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს  ევროპის ეკლესიების სამრევლოებთან არსებული ქართული გუნდები

  • პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდითამარიონნი“ (ხელმძღვანელი: ვალერი შარიფაშვილი),
  • ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს სიმღერისა და გალობის გუნდი “GEORGIA” (ხელმძღვანელიდავით ტყეშელაშვილი),
  • ბრიუსელის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდიბარაკონი (ხელმძღვანელიდავით ცხვედიანი),
  • დიუსელდორფის წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი (ხელმძღვანელი:  ბექა ფერაძე),
  • ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდინანილა“ (ხელმძღვანელინანა ჩიხიაშვილი),
  • მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის სიმღერისა გალობის გუნდი (ხელმძღვანელინანა გობეჩია), რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი (ხელმძღვანელიეკატერინე კაჭარავა).

კონცერტში მონაწილე გუნდებს ფონდმაქართული გალობა“  სამახსოვრო სიგელები და ფონდის სიმბოლური ქანდაკებები გადასცა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები