თამარ სანიკიძე: სასწავლო პროცესი შესაძლოა, 1 თებერვალს არ განახლდეს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, საქართველოში სასწავლო პროცესი 1 თებერვალს შესაძლოა, არ აღდგეს.
თამარ სანიკიძის ინფორმაციით, სასწავლო პროცესის განახლება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებზეა დამოკიდებული.
„ამჟამად, სასწავლო პროცესი 200- ზე მეტ საჯარო სკოლაშია შეწყვეტილი. მათ შორის ისეთ ადგილებსა და რეგიონებში, სადაც, დიდთოვლობის გამო, ფიზიკური გადაადგილება ჭირს. ჩვენ ვსაუბრობთ იმ სკოლებზე, სადაც ვირუსის გამო შევწყვიტეთ სწავლა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსწავლეთა 20 პროცენტი არის ავად. ასეთი მიმართვიანობა არ ფიქსირდება. უბრალოდ ეს ყველაფერი კეთდება პრევენციის მიზნით. სწავლის პროცესი, როგორც დაგეგმილია, აღდგება ნამდვილად, თუ მანამდე ჯანდაცვის სამინისტროდან განსხვავებული რეკომენდაცია არ მივიღეთ“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით და დიდთოვლობის გამო, ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი 1 თებერვლამდე შეწყდა. 27 იანვრის საღამოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, სასწავლო პროცესი 267 საჯარო სკოლაშია შეჩერებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები