ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა.
შუამთის ქუჩაზე ქმარმა მეუღლე გვიან ღამით მოკლა, შემდეგ კი სოცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
“კვირას“ ინფორმაციით, თვითმკვლელობა ყოფილი 109-ე სკოლის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სოციალურად დაუცველები და დევნილები ცხოვრობენ.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ტრაგედიის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. „როცა ცოლ-ქმარი ასეთ დღეშია, სავარაუდოდ, ეჭვიანობა იყო, ან ფსიქიკური გადახრა ჰქონდა“, – აცხადებს გარდაცვლილების მეზობელი.
გარდაცვლილებს 2 მცირეწლოვანი ბავშვი დარჩათ. ისინი მეორე და მეექვსე კლასის მოსწავლეები არიან. მშობლები მათ გადაყვანას თბილისის 117-ე საჯარო სკოლაში აპირებდნენ, მათ სკოლის ადმინისტრაციაში შესაბამისი განაცხადიც ჰქონდათ შეტანილი.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ქალბატონის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის), ხოლო მამაკაცის –თვითმკვლელობამდე მიყვანის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები