თინა ხიდაშელი: იმედი მაქვს, ჰააგის სასამართლოში სიმართლე საკუთარ გზას იპოვის

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებას ეხმაურება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას უკავშირდება.
მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ჰააგაში, აგვისტოს ომის გამოძიების საქმეში სიმართლე გაირკვევა.
“განცხადებაში ჩვენ ვნახეთ, რომ საუბარი არის ორივე მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ოღონდ ორივე მხარეში იგულისხმებიან ქართული და ე.წ.სამხრეთ ოსეთული შეიარაღებული ფორმირებები – ეს რას ნიშნავს, ჩემთვის ძალიან გაუგებარი და წარმოუდგენელი ცნებაა. იმედი მაქვს, ეს განცხადება არის ძალიან, ძალიან, სუპერ წინასწარი მოკვლევის შედეგებზე დაფუძნებული და ტონალობაც, განწყობაც, სუბიექტებიც და მხარეებიც უკვე გამოძიების დროს შეიცვლებიან და სიმართლე იპოვის საკუთარ გზას ჰააგაში”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მის ოფისს მისცა უფლება, დაიწყოს გამოძიება საქართველოში 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები