არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
შემთხვევა შუამთის ქუჩაზე, წუხელ მოხდა. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს.
ადგილობრივების განცხადებით, გასროლის ხმა არ გაუგიათ და მომხდარი სამართალდამცავების მისვლის შემდეგ შეიტყვეს. მათივე თქმით, ცოლ-ქმარს მცირეწლოვანი შვილები დარჩა.
ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე შეისწავლეს ადგილზე არსებული ვითარება და ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ქალბატონის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის), ხოლო მამაკაცის – თვითმკვლელობამდე მიყვანის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები