გურიაში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა

გურიის რეგიონში, ინტენსიური თოვის პირობებში, თოვლის საფარმა ზოგიერთ რაიონში 1 მეტრს გადააჭარბა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი ღამისა და დღის განმავლობაში თოვის პირობებში განხორციელებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შენარჩუნებულია გურიის ცენტრალურ გზებზე.
რთული მდგომარეობის გამო, შეფერხებულია მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი –ლესა და შუხუთი – ძიმითის საავტომობილო გზებზე. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა დამატებითი ტექნიკის მობილიზება. ამ დროისათვის მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები