თედო ჯაფარიძე – როდესაც რუსეთი ლაპარაკობს პანკისზე, შეიძლება სულ სხვა რამე ჰქონდეს თავში

როდესაც რუსეთი ლაპარაკობს პანკისზე, შეიძლება სულ სხვა რამე ჰქონდეს თავში, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თედო ჯაფარიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“ჩვენ ვიცით რუსული მხარე და მათი მეთოდოლოგია, ვიცით პროპაგანდის ამგვარი ინსტრუმენტები და ხერხები, ამიტომ როცა რუსეთი ლაპარაკობს პანკისსა და იქ მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რადგან რუსეთს, ლავროვს, პეტროვს თუ იპოლიტოვს, შეიძლება სულ სხვა რამე ჰქონდეთ თავში”, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს განაცხადა: “დღესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები პანკისის ხეობით სარგებლობენ.”
როგორც თედო ჯაფარიძე ამბობს, რუსი მინისტრის მოსაზრება “ყურადსაღებია”, თუმცა ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები სრულად აკონტროლებენ ტერიტორიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები