გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიის ახლად არჩეულ პრეზიდენტს პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიის ახლად არჩეულ პრეზიდენტს პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ, გულითადად მოგილოცოთ პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა. მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და მჭიდრო პარტნიორობა წარმატებით ვითარდება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საერთო კეთილდღეობისათვის. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები, თქვენს მომავალ საქმიანობაში წარმატებისათვის, მეგობარი პორტუგალიელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები