ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლემ 80 სანტიმეტრს გადააჭარბა

ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლემ 80 სმ-ს გადააჭარბა – აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, არსებული სინოპტიკური ინფორმაციით, უახლოეს 1 საათში თოვა შეწყდება. ხვალიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „აღსანიშნავია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ბათუმში ასეთი უხვთოვლიანობა არ დაფიქსირებულა. სპეციალისტების ინფორმაციით, 1985 წელს თოვლის საფარის სიმაღლე 101 სმ დაფიქსირდა“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები